понедельник, 16 июля 2018 г.

დღე მეცხრე

დასრულდა ტრენინგი "ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება", რომელიც მოიცავდა 8 მოდულს. თითოეული მოდული საინტერესო  და მნიშვნელოვანი  იყო , რადგან ტრენერის მითითებით განვიხილეთ ისეთი ნიუანსები, რაც მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლებისას, კიდევ ერთხელ გადავხედეთ უკვე შესწავლილ მასალას, შევადგინეთ ბუკლეტების ელექტრონული ვერსია, დავწერეთ პროექტის გეგმა შევქმენით პრეზენტაცია.
დღევანდელი სამუშაო დღე დაიწყო მონაწილეთა პროექტების პრეზენტაციით, თითოეულმა მონაწილემ მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისაგან. 
პრეზენტაციების დასრულების შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო ვიდეო გაკვეთილების გვერდი ict.tpdc.ge- ზე.
ჩემთვის ამ ტრენინგიდან მნიშვნელოვანი იყო პროექტის გეგმის წერა.
ჩემი აზრით, ასეთი შეხვედრები აუცილებელია, რაც ცოდნის შეძენასთან ერთად ხელს უწყობს სხვადასხვა სკოლის პედაგოგების დაახლოება-თანამშრომლობას.
დიდი მადლობა ტრენერს, ბატონ თეიმურაზ სახელაშვილს  ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის!

суббота, 14 июля 2018 г.

დღე მერვე

მოდული მე-7. სამუშაო შეხვედრის დაწყებისას ტრენერმა გაგვაცნო სამუშაო დღის გეგმა. განვიხილეთ დიფერენციალური სწავლების შემთხვევები, viewer-ის რესურსიდან გადმოვწერეთბ შესაბამისი ფაილები  და ჩენი გეგმის შესაბამისად დავარედაქტირეთ  წინადადებები და გადატავიტანეთ  გეგმაში. განვიხილეთ ფასილიტაციის სხვადასხვა ფაილები და გადმოვტვირთეთ "სკოლის უკანა ეზოს ცოცხალი სამყარო"  მეტი თვალსაჩინოებისათვის.
ამის შემდეგ ფოლდერში წავშალეთ ზედმეტი ფაილები. საქაღალდეს გადავარქვით სახელი პროექტის შესაბამისად და ავტვირთეთ Google Drive-ზე. ბმული გავაზიარეთ ჩვენს ბლოგზე.
ეს იყო კიდევ ერთი ნაყოფიერი დღე.

среда, 11 июля 2018 г.

დღე მეშვიდე

მოდული მეექვსე: დღევანდელი სამუშაო შეხვედრა მეტად დატვირთული იყო  როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სამუშაოებით. განვიხილეთ საკითხები: 1. განმავითარებელი თვითშეფასება, 2. პორტფოლიოს რუბრიკის შეფასება. 3. პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, 4. პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი, 5. გაზეთის შეფასების ჩეკლისტი, 6. ბროშურის ჩეკლისტი. განვილვის შემდეგ შევავსეთ შეფასების ფორმები.
შესვენების შემდეგ"დროში გაწერილი შეფასების გეგმიდან" - მონაცემები გადავიტანეთ პროექტის გეგმაში..
გავაგრძელეთ პროექტის გეგმიას შევსება "დიფერენცირებული სწავლების " გარდა.
შევავსეთ აღრიცხვის ფურცელი

понедельник, 9 июля 2018 г.

დღე მეექვსე

მეექვსე სამუშაო დღე  დაიწყო მისალმებით, სამუშაო დღის გეგმის გაცნობით.
გავეცანით  მოსწავლეთა ნაშრომების, ნიმუშების შექმნას, რომელიც მოიცავდა 1, პრეზენტაციის შაბლონს; 2, გაზეთის შაბლონს; 3, ბროშურის შაბლონს . განვიხილეთ თითოეული მათგანი და მოვარგეთ ჩვენი პროექტის სათაურს.
პრეზენტაციის შაბლონი გადავაკეთეთ ჩვენი საჭიროებისამებრ და გადავაგზავნეთ ჩვენს ფოსტაზე საშინაო დავალებად.
ამის შემდეგ ჩვენს ბლოგში ჩავამატეთ გვერდები, ბლოგს შევუცვალეთ დიზაინი, დავამატეთ გაჯეტები.
დღევანდელი დღე ნაყოფიერი და საინტერესო იყო ჩემთვის.

среда, 4 июля 2018 г.

დღე მეოთხე

რეფლექსია 
4.07.2018წ.
მისალმების შემდეგ ტრენინგის მეოთხე დღე დავიწყეთ წინარე ცოდნის გააქტიურებით. გავეცანით აქტივობებს მოსწავლეთა დაწყვილებისათვის, გავარჩიეთ თითოეული მათგანი. კიდევ ერთხელ გავიაზრეთ მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების კრიტერიუმები. განვიხილეთ ცხრილი "კავშირი-დაკვირვება-ინტერესი" და მიღებული ცოდნის საფუძველზე სასწავლო პროექტის გეგმაში შევავსეთ შესაბამისი პუნქტები, კერძოდ შეფასების დროის ჩარჩო:  1. პროექტის მუშაობის დაწყებამდე; 2. მოსწავლეების მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს; 3. პროექტზე მუსაობის დასრულების შემდეგ.
დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

понедельник, 2 июля 2018 г.

დღე მესამე

რეფლექსია
ტრენინგის მესამე დღე მეტად დატვირთული აღმოჩნდა პრაქტიკული სამუშაოების მხრივ. ტრენერმა საპრეზენტაციო პროგრამაში მოახდინა პროექტზე დაფუძნებული სწავლების პრეზენტაცია, გაგვაცნო სასწავლო პროექტის განხორციელების საფეხურები, აგრეთვე აღნიშნა, რომ პედაგოგმა მოსწავლესთან უნდა იქონიოს ოთხი დონის ურთიერთობა.
კიდევ ერთხელ განვიხილეთ ბლუმის განახლებული ტაქსონომია, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. გავიაზრეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები. ამის შემდეგ, ტრენერის მითითებით ინტერნეტში მოვიძიეთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჩვენი შესაბამისი საგნობრივი პროგრამა და დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შედგენა ნიმუშის შესაბამისად. გეგმაში ჩავწერეთ თემის მონახაზი, თემის საფუძვლები, მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები.
ჩვენი ჩამოწერილი შეკითხვები გავუზიარეთ ჯგუფის წევრებს. ტრენერისგან მივიღეთ უკუკავშირი.
ხელი მოვაწერეთ აღრიცხვის ფურცელს. დავწერეთ რეფლექსია. 
დღევანდელი დღე ნაყოფიერი აღმოჩნდა, ვიმედოვნებ , ტრენინგის მომდევნო დღეები წინასთან შედარებით კიდევ უფრო საინტერესო იქნება, რაც ტრენერის დამსახურებაა.